რეზონანსი
26.11.2021

გათავისუფლების კომიტეტი უნდა იყოს უფრო ფართო, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიის აქტივისტების გარდა, ამ ჯგუფში სხვა სახეებიც ჩაერთვებიან.

„გარდა პარტიული ადამიანებისა, პოლიტიკური ლიდერებისა, პარტიის აქტივისტებისა, ამ ჯგუფში უნდა ჩაერთონ და ჩაერთვებიან სხვა სახეები, რომლებსაც არ ჰქონიათ შეხება პარტიასთან", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მინაშვილმა შეაფასა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს არ ხედავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. აკაკი მინაშვილის თქმით, სააკაშვილი ამით ხაზს უსვამს, რომ პირადი ინტერესებისთვის არ იბრძვის.

„სააკაშვილი ცალსახად აცხადებს, რომ არ აპირებს შემდგომ ხელისუფლებაში რაიმე სახის თანამდებობის დაკავებას და ამით ხაზს უსვამს, რომ ბრძოლა იმისთვის კი არ არის, რომ მან რაიმე სახის პიროვნული პოზიცია მიიღოს ხელისუფლებაში, პირადი ინტერესებისთვის კი არ იბრძვის, არამედ იბრძვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ რთული ვითარებიდან და ადამიანებს, ჩვენს მოქალქეებს შეეძლოთ ბედნიერად ცხოვრება", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×