რეზონანსი
27.11.2021

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ გადასცეს.

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დევნილებისთვის საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ჯამში, 1400-მდე ოჯახი განსახლდა და შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა საცხოვრებელი 89 ნგრევადი შენობა დაიხურა.

2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×