რეზონანსი
28.11.2021

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა, სინამდვილეში ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.

ჩალაძის თქმით, მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს.

გიორგი ჩალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×