რეზონანსი
29.11.2021

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი, ექიმი, რომელმაც "ომიკრონის" შტამი აღმოაჩინა აცხადებს, რომ მას COVID-19-ისათვის არადამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ახალი შტამით ინფიცირებულ პირებში ექიმმა შენიშნა, რომ ხშირი იყო გამორჩეული დაღლილობა, მოქანცულობა და სრული მოშლილობა.

თუმცა, ექიმი კუნძე აცხადებს, რომ სრულიად განსხვავებულია სიმპტომები ბავშვებში. კერძოდ, საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითზე ექიმმა შენიშნა, რომ მის 6 წლის ნათესავს კორონავირუსი უფრო რთული ფორმით გადაჰქონდა, ვიდრე ოჯახის დანარჩენ წევრებს. უფრო ზუსტად კი, პატარა 6 წლის პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და აჩქარებული გულისცემა.

ამ ეტაპზე, "ომიკრონის" შტამის ძირითად სიმპტომებად სახელდება მაღალი ტემპერატურა და დაღლის ძლიერი შეგრძნება, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის გარეშე. რის ჯგუფებს კი უფრო მეტად ახალგაზრდები და ბავშვები განეკუთვნებიან.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს. კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

 სპეციალისტები შიშობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა უფრო გამძლე იყოს ვაქცინების მიმართ, რომელიც ამჟამად მსოფლიოშია გავრცელებული.

კომპანია "ფაიზერი და ბიონტექი" აცხადებს, რომ მზად არიან ვაქცინის ახალი ვერსია დაახლოებით 100 დღეში შექმნან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×