რეზონანსი
02.12.2021

რა დაუშავა სააკაშვილმა პუტინს? ყველაფერში ხელი შეუწყო - სააკაშვილის ლანძღვა სწყინს პუტინს და ამისთვის ასამართლებს საქართველოში?! - ასე პასუხობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის პუტინის პირადი პატიმარია.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები ტყუილი ნარატივია.

„რა დაუშავა მიხეილ სააკაშვილმა პუტინს, გარდა იმისა, რომ ყველაფერში შეუწყო ხელი, გალანძღა და იმას ეწყინა?! ამ დონეზე ჩავედით და ასეთი წარმოდგენა გვაქვს საზოგადოებაზე, რომ მან ეს უნდა დააჯეროს საზოგადოებას? ლანძღვა სწყინს და ამისთვის ასამართლებს პუტინი საქართველოში? პირიქით ხომ არ არის ეს ყველაფერი, ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ მათივე ენაზე ვთქვათ, "გაუპრავა" ეს ყველაფერი, რეზოლუცია სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა ომი დაიწყეს, მხარი დაუჭირა, პირიქით ხომ არ ხდება, კომპლექსით და გაღმა შედავების პრინციპის პიარის დალაგებით ხომ არ ცდილობს სააკაშვილი, რომ რუსული ნარატივი აქეთ გადმოიტანოს?"- განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×