რეზონანსი
02.12.2021

მიხეილ სააკაშვილსა და მეგის ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ლიდერებს ქართველმა ხალხმა თავისი ადგილი უკვე მიუჩინა.

„შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მთავარი მწამებელი მეგის ქარდავა და თავად ამ რეჟიმის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან სულ რაღაც ორიოდე კვირის დაშორებით აღმოჩნდნენ ქართული მართლმსაჯულების ხელსა და ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში. ორივეს მოუწევს სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სააკაშვილს უყვარს თავისი დანაშაულების სხვაზე გადაბრალება და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც მან ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მოწყობა გადააბრალა.

„ადრე სააკაშვილმა თქვა, რომ არ იცნობდა მეგის ქარდავას და თურმე, რაები ხდებოდა საქართველოს ციხეებში. სააკაშვილი არათუ იცნობდა მეგის ქარდავას, იგი ორჯერ ჰყავს დაჯილდოებული. ერთხელ - ღირსების ორდენით და მეორედ - ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. ეს ორდენი გადაეცემა იმ გმირებს, რომელთაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს ომის პერიოდში. კარგად ვიცით, რომ მეგის ქარდავას არცერთი დღე სამშობლოსთვის ბრძოლაში არ გაუტარებია. მე ვიყავი სახალხო დამცველი, რომელიც ყველა მოხსენებაში ვახსენებდი ამ გვარსა და სახელს, როგორც მთავარ მწამებელს და ეს მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა", - განაცხადა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×