რეზონანსი
02.12.2021

ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ. როგორც ჩანს, ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის დანაშაული, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას ელოდება.

„{სააკაშვილმა} დაადასტურა ის, რომ საკუთარი შვილის {სწავლის} საფასური გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კოსმეტიკური ღონისძიებებისთვის საბიუჯეტო თანხებს იხდიდა. ფაქტობრივად, ყველა ის ხარჯი დაადასტურა, რომელიც გაწეული იყო. ახლა ერთი ნაბიჯი დარჩა, დაადასტუროს, რომ ეს იყო დანაშაული. მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აფხაზეთს აღიარებდა? მისი ახსნა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ველოდები როდის გამოეხმაურებიან ამას ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის საკითხებით არიან დაკავებული და ბოლოს და ბოლოს ამას თავის სახელს დაარქმევენ - ეს არის კორუფცია, კორუფციული სქემა. საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×