რეზონანსი
03.12.2021

კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, დეკემბერ-იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია შესაძლებელია კიდევ უფრო მაღალი იყოს - ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, გლობალური პრობლემაა

ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 8 დეკემბერს მონეტარული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ინფლაციის შესაჩერებლად.

„ვფიქრობთ, ეს არის ერთჯერადი ფაქტორები, რომლის გამოც ხდება ინფლაცია. ასევე, ბიუჯეტის დეფიციტიც საკმაოდ მაღალი იყო გასულ წელს და წელსაც, ყველა ეს ფაქტორი არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში ინფლაციას განაპირობებს.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ უფრო მაღალი იქნებოდა ინფლაცია, ვფიქრობთ, დეკემბერ-იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია შესაძლებელია კიდევ უფრო მაღალი იყოს, რადგანაც მოგეხსენებათ, გასულ წელს მოხდა სუბსიდირება, რამაც შეამცირა ინფლაცია, შემდეგ მოხდა ასახვა უკან ამ სუბსიდირების.

იმისათვის, რომ მოლოდინებში არ გადავიდეს ინფლაცია, ეროვნულ ბანკს აქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ბევრი ფაქტორი ერთად მოქმედებს და როგორც ჩვენთან ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძალიან რთულია ზუსტი პროგნოზის მიცემა. 8 დეკემბერს იქნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიმსჯელებთ რა ზომა არის მისაღები, ხომ არ არის უფრო გასამკაცრებელი პოლიტიკა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×