რეზონანსი
03.12.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „ომიკრონ" ვარიანტზე მორგების საჭიროების მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

„ამჟამად, ჩვენ გვაქვს მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინები, რომელიც მუშაობს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ უფრო სამართლიანად განაწილებაზე. ყურადღება უნდა გავამახვილოთ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ვაქცინაციაზე", - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებლები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ ვაქცინების „ომიკრონ" ვარიანტზე მორგება საჭირო შეიძლება გახდეს.

კრისტიან ლინდმაიერმა აღნიშნა, რომ ჯანმო ჯერ კიდევ სწავლობს ახალი ვარიანტის გადაცემის შესაძლებლობებსა და ახალი ვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმის დონეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×