რეზონანსი
03.12.2021

რატომ აძლევს ქვეყანა უვადო კოვიდ პასპორტს ნებისმიერ ადამიანს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროების მიხედვით, გარკვეული რეგულაციები შეიცვლება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებითვე, თავად „მწვანე პასპორტის" უვადობას არ ემხრობა:

„ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.

ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს „მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, „მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი", - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×