რეზონანსი
04.12.2021

დევი ტაბიძის განცხადებით, ახალ შტამს აცრილები უნდა დავხვდეთ. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა „ქრონიკასთან" განაცხადა, რომ აცრა იცავს ადამიანებს არ გახდნენ პაციენტები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ზუსტი ინფორმაცია ეს აცრა შველის თუ არა ახალი შტამის გავრცელებას, მაგრამ სხვა გამოსავალი და იარაღი ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ ამ ახალ შტამს აცრილები უნდა დავხვდეთ. აცრა არის ის, რომელიც დაგვიცავს ადამიანებს არ გავხდეთ პაციენტები", - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი" არ დაფიქსირებულა.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×