რეზონანსი
04.12.2021

„ღია სივრცეში იქნება ყველაფერი მოწყობილი - ყველა ისიამოვნებს განათებული, კეთილმოწყობილი ქალაქით და საახალწლო დღეებით, რომელიც თბილისში იქნება",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მან საახალწლო ღინისძიებებზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, სასიამოვნო დღეები ელოდება არამხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებს.

„ყველა ისიამოვნებს განათებული, კეთილმოწყობილი ქალაქით და საახალწლო დღეებით, რომელიც თბილისში იქნება", - აღნიშნავს კალაძე.

კითხვაზე, საახალწლო ღონისძიებების შემთხვევაში, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, კალაძე პასუხობს: "თუ მირჩევთ როგორ შეიძლება მომღერლები ტენდერის საშუალებით შევარჩიოთ უდიდეს მადლობას გეტყვით".

" რა უნდა იყოს განმსაზღვრელი ტენდერის გამოცხადების პირობებში?! ხმა? პირველი ხმა, მეორე ხმა, ვიღაცას უფრო ბოხი ხმა აქვს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ?"- აღნიშნავს კალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×