რეზონანსი
04.12.2021

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს გორის ჰოსპიტალშიც აძლევენ.

ხერხეულიძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სისუტე, მეხსიერებისა და მეტყველების უნარის დაქვეითება, რომელსაც პრეპარატი იწვევს, მანაც შეამჩნია.

ეკა ხერხეულიძე არ გამორიცხავს, რომ გორის ჰოსპიტალში მედპერსონალი მიხეილ სააკაშვილის კეთილგანწყობით სარგებლობს.

"მე, როცა ეს ფაქტი ვნახე, თქვენს დირექტორს დავურეკე და ვუთხარი, ძალიან ცუდად არისთქო. ეს იყო გლდანშიც, მაგრამ გლდანში ახსნა მქონდა რატომაც იყო, მაგრამ აქ, უკვე გორის ჰოსპიტალში რაც ვნახე, მიხეილ სააკაშვილის ფსიქო განწყობა როგორი იყო და ის პორტრეტი, რაც ვნახე, ადამიანი, რომელსაც თავი ჰქონდა ხელში აყვანილი, ძალიან ცდილობდა ეჩვენებინა მხნედ თავი, მაგრამ მე ეს ყველაფერი შევამჩნიე, მე ვთქვი კიდეც, რომ ასე მძიმედ არ მინახავს გლდანში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არაფერი დაკლებია, მეტყველების უნარი, მეხსიერების უნარი, ყველაფერი იყო დაქვეითებული და მე ამის შესახებ ვუთხარი ექიმებს კიდეც, რომ ამის შესახებ ყურადღება გაემახვილებინათ.

მერე შევეკითხე თავად მიხეილ სააკაშვილს და მითხრა, რომ რასაც მაძლევენ ვიღებ იმას. მას წერილებშიც თავისი პოზიცია მკაფიოდ აქვს მედპერსონალზე, ხაზს უსვამს რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს. ერთის მხრივ, შესაძლებელია კეთილგანწყობით სარგებლობენ ეს ადამიანები",- თქვა ეკა ხერხეულიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარი დებატების" ეთერში.

სკანდალურ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო  ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, პირველად "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" საუბარში დღეს გააკეთა.

ინფორმაცია დაადასტურა "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა ოთარ თოიძემაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×