რეზონანსი
04.12.2021

ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რომც იყოს მოთხოვნა, დღეს საქართველოში სხვა ამოცანები დგას - განსახილველია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როდესაც მან საქართველოში ანარქისტული მიზნებით ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ახლა ნურავის ნუ აყვედრიან იმას, რომ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირია და ქვეყნიის ფუნქციონირებას ხელი ეშლება სააკაშვილის საქართველოში ყოფნით. მან გადასარევად იცოდა ყველა რეზულტატი და თვითონ ამბობს ამას. ყველაზე ნაკლებად, სადაც მას ყოფნა სურს, ეს პენიტენციური სისტემაა. ეს გასაგებია და ლოგიკურია. უკრაინის სახელმწიფოს თუ ექნება მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თეორიულად ეს შეიძლება იყოს განსახილველი საკითხი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული წინაპირობები, რათა ეს გონივრული და ლოგიკური იყოს. ამ წუთას, იმ პირობებში, რაც ახლა გვაქვს, ვფიქრობ, რომ ეს არ იქნებოდა გამართლებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×