რეზონანსი
05.12.2021

სან­ზო­ნა­ში 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. დათო კ-ს მე­ზო­ბელ­ის ინფორმაციით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გო­ნა გახ­და.

"დათო და დე­და­მი­სი გო­რი­დან არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი და სან­ზო­ნა­ში, ლი­ახ­ვის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. დე­დას იქვე მა­ღა­ზია ჰქონ­და და მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ზარ­დი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან 10-მდე ახალ­გაზ­რდა მი­სუ­ლა, დათო მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ და 207-ე სკო­ლის მახ­ლობ­ლად საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყი­ათ.

გარ­ჩე­ვას ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც მკვლელ­მა და­თოს და­ნით 10-მდე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გარ­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 10-მდე ახალ­გაზ­რდა. რო­გორც ვი­ცით, მკვლე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია" - უთხრა "ამბებს" გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლმა.

მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს ღრმა­ღე­ლის და­სახ­ლე­ბის ერთ-ერთ კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­მა მაკა კობ­რა­ვა. რო­გორც ის ამ­ბობს, ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა, რის შემ­დე­გაც ფან­ჯრი­დან გა­ი­ხე­და და და­ი­ნა­ხა, რომ ბევ­რი ბავ­შვი მირ­ბო­და.

"ზე­მო­დან ბავ­შვებ­მა ჩა­მო­ირ­ბი­ნეს, რად­გან ბი­ჭე­ბის ხმა იყოს ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი, მი­ნი­მუმ 10-15 ბავ­შვი იყო და სა­დაც დაჭ­რი­ლი ბავ­შვი იყო, იქ მი­ირ­ბი­ნეს. ერთი ყვი­რო­და - სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლაო.

ჩხუ­ბი აქ არ მომ­ხდა­რა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ სხვა­გან მოხ­და და აქ ჩა­მო­ირ­ბი­ნეს. არ­ცერ­თი ნაც­ნო­ბი არ იყო, ამ უბ­ნის ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ. წაქ­ცე­უ­ლი ბავ­შვი წელს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი იყო, ალ­ბათ ჭრი­ლო­ბას და­ხე­დეს. სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია მალე მო­ვი­და, მაგ­რამ სა­ნამ სასრწა­ფო მო­ვი­დო­და მე­ზო­ბელ­მა ჯიპ­ში ჩა­ის­ვა და პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და კობ­რა­ვამ.

იხილეთ ბმულზე: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×