რეზონანსი
08.12.2021

"მე სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ ვხე­დავ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­ურ როლს მო­მა­ვალ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და მგო­ნი თვი­თო­ნაც, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი ამას ადას­ტუ­რებს" - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გა­და­ცე­მა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლის შემ­დეგ გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა, სა­დაც რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, "ოც­ნე­ბა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე თა­ნახ­მა იყო ერთი პი­რო­ბით, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნას არ უნდა შე­ხე­ბო­და.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის თქმით, თუ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის და­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, გა­მო­დის, რომ "ოც­ნე­ბამ" ოპო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ გა­ა­ცუ­რა.

"ჩვენ შევ­თან­ხმდით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი­დან. მათ მო­ი­თხო­ვეს შეხ­ვედ­რა, ამ შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და "ლელო", "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ფრაქ­ცია, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "გირ­ჩის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. ეს იყო დე­მარ­შის შემ­დგომ, მათ თქვეს, რომ ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ამ ჩა­ნა­წერს რო­გორც არის და რაც მი­ვი­ღეთ პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოღონდ იმ პი­რო­ბით, თუ ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის წე­სის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს თქვა "ოც­ნე­ბამ" და იქ ეს­წრე­ბო­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, თქვეს, რომ ეს არის სუ­ლე­ლუ­რი შეს­წო­რე­ბა, სუ­ლე­ლუ­რი უწო­დეს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას. პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნეს, ან ეთან­ხმე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და უარს ამ­ბობთ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე. დავ­თან­ხმდით, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და, გა­მო­დის რომ გაგ­ვა­ცუ­რეს. ახლა უნ­დათ თქვან, რომ გა­გა­ცუ­რეთ კი­დევ ერთხელ. იქ და­გი­თან­ხმეთ. რა­ზეც ჩვენ შევ­თან­ხმდით კი­დევ ერთხელ ახლა ამის გა­და­ხედ­ვა უნ­დათ.

რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნას­თან სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს კავ­ში­რი არ აქვს. ჩა­ა­ტა­რონ, შევ­თან­ხმდეთ და გა­დავ­დოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ ნუ იქ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა, რომ კი­დევ ერთხელ მოგ­ვა­ტყუ­ონ. თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იტყვის, რომ არ ვი­ღებთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, მაგ­რამ ვა­ტა­რებთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს ამ სის­ტე­მით, მე პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ მხარს და­ვუ­ჭერ ასეთ და­მა­ტე­ბით შე­თან­ხმე­ბას.

ჩვენ მზად ვართ, ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია მო­ვახ­მა­როთ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას, მაგ­რამ არა­ნა­ირ სურ­ვილს არ ვხე­დავთ მე­ო­რე მხრი­დან. კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ მე არა­ვინ არ მჭირ­დე­ბა, მა­შინ რა­ტომ უკ­ვირს, რომ არა­ვინ არ სა­უბ­რობს მათ­თან კო­ა­ლი­ცი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? ეს სა­ვაჭ­რო საგ­ნად თუ გა­და­იქ­ცე­ვა, 5%-იანი, 4%-იანი ბა­რი­ე­რი, ჩვენ ამ ვაჭ­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვა­პი­რებთ. თუ იქ­ნე­ბა 5%, იყოს 5%. არ არის პრობ­ლე­მა, ჩვენ მოვ­ძებ­ნით გზებს იმი­სათ­ვის, რომ ეს გა­დავ­ლა­ხოთ და გა­ცი­ლე­ბით მეტი მი­ვი­ღოთ, მაგ­რამ თუკი ვთან­ხმდე­ბით ამ­დე­ნი სუ­ბი­ექ­ტი, სი­ტყვა თქვა და ახლა უნდა რომ ეს სი­ტყვა გა­ტე­ხოს", - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×