რეზონანსი
09.12.2021

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და ამ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა - სპორტული სივრცეების შესახებ. ეს პროექტები უეფას გრანტით ხორციელდება. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ვაკეში, „ფიზკულტურის ინსტიტუტთან", სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილში, გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში, ასევე ნუცუბიძეზე, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საფეხბურთო სივრცის დიდ დიღომში მოწყობას. ისტორიულად, ამ ტერიტორიაზე სტადიონი არსებობდა, მაგრამ მათი მოთხოვნაა, რომ ამ ადგილზე პარკი გაკეთდეს. 50 მეტრში რეკრეაციული სივრცე უკვე განვაახლეთ, მაგრამ ვითვალისწინებთ მათ სურვილს და საფეხბურთო მოედანთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×