რეზონანსი
14.01.2022

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ ყალბდება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუკი სხვა ქვეყნები აკეთებენ იმას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, საქართველოში „პატიოსანი გზით მიდიან" და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი.

„კითხვა იყო სიკვდილობის შესახებ, რომ თითქოს ვიღაცას ეჭვი შეეპარა, რომ შეიძლება საქართველოდან გადაცემული მონაცემები სიკვდილობის შესახებ ყალბდება, თუ სწორად გავიგე. ვნახეთ მსოფლიოს უძლიერესი საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია „ჰელთ მეთერი", ის პირდაპირ ანიჭებს რეიტინგებს ქვეყნებს, თუ რამდენად გამჭვირვალე და სარწმუნოა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია კოვიდგარდაცვალების თაობაზე. საქართველოს მინიჭებული აქვს „ჰელთ მეთერისგან" „ეკონომისტის" მიერ ინდექსი 1,01. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ასპროცენტიანია საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოება და გამჭვირვალობა. ეს არის ყველაზე მაღალი რეიტინგი ევროპასა და მსოფლიოში, ევროპის რამდენიმე ქვეყანას აქვს ასეთი დაბალი ინდექსი. რაც უფრო დაბალია ინდექსი, ის უფრო ახლოს არის 100%-თან. ინგლისსა და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს მინიჭებული საქართველოს ტოლი ინდექსი. ძალიან კარგად იცით, რომ არანაირად, ერთი შემთხვევაც კი არ ყალბდება სიკვდილობის გადაცემის. ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული. პირიქით გეტყვით, ზოგჯერ, სწორედ იმიტომ, რომ ვინმემ ბრალი არ დადოს არაგამჭვირვალობაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ მაქსიმალურად პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი", - აცხადებს ცერცვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×