რეზონანსი
14.01.2022

ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის" გავრცელებას, გარკვეულწილად შეზღუდული იქნას - ვიდრე მკვეთრად არ გამოიკვეთება სურათი, რისი უფლება შეიძლება მივცეთ თავს, ძალიან რთულია ვისაუბროთ ღამის კლუბებისთვის კიდევ დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იყო, რომ საახალწლო პერიოდში ღამის კლუბებს ემუშავათ, თუმცა, კორონავირუსის ახალმა შტამმა ვითარება შეცვალა.

„ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის" გავრცელებას, გარკვეულწილად იქნას შეზღუდული ამ პირობებში. ამიტომ არის ის რეგულაციები და დამატებითი მოთხოვნები ღამის კლუბებთან მიმართებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გარკვეული დაშვება, რა თქმა უნდა, გვქონდა ღამის კლუბების გააქტიურებაზე საახალწლო დღეებში, თუმცა, ვიდრე მკვეთრად არ გამოიკვეთება სურათი საით მივდივართ და რისი უფლება შეიძლება თავს მივცეთ, ძალიან რთულია ვისაუბროთ კიდევ დამატებით შემსუბუქებებზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×