რეზონანსი
14.01.2022

კარგია ავტობუსი რომ იყიდეს, მაგრამ ცუდია, რომ ოთხიდან ერთი ავტობუსის ფული მოიპარა კალაძემ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" „ქართული ოცნების" სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ფრაზა - ღარიბაშვილის სოციალური პოლიტიკა - ოქსიმორონია და ბოლო 8-9 წლის განმავლობაში სოციალური საკითხები „ქართული ოცნების" პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

„ამ უკანასკნელი 8 თუ 9 წლის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნებაა", როდის ყოფილა „ქართული ოცნების" პრიორიტეტი სოციალური ან ფინანსურ-ეკონომიკური საკითხები?! სამი კვირის წინ კაცი გამოვიდა და თქვა, რომ 200 ათას ადამიანს სოციალური დახმარება უნდა მოვუხსნაო. გაზარდეს ყველაფრის ფასი, ხელფასი სადმე გაიზარდა? არსად არ გაზრდილა, მაგრამ ყველაფრის ფასი ხომ გაიზარდა? ღარიბაშვილის სოციალურ პოლიტიკაზე საუბარს თუ აპირებ, ჯობია მფრინავ სპილოზე ისაუბრო, ეგ უფრო რეალიზმთან ახლოს არის. ღარიბაშვილის სოციალური პოლიტიკა ეს ფრაზა თავის თავში ოქსიმორონია.

კარგია ავტობუსი რომ იყიდეს, მაგრამ ცუდია, რომ ოთხიდან ერთი ავტობუსის ფული მოიპარა კალაძემ. რა ვქნათ, არ ვთქვათ ეს? „ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ოდენობა იცით მერიებში? იცით 2012 წელთან შედარებით რამდენადაა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების რაოდენობა გაზრდილი? რა შეიცვალა იცით? მოსმენები ხომ არ მოგვწონდა? დღეს საქართველოში მოსმენების მოცულობა არის არნახულ პიკზე მისული", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×