რეზონანსი
20.01.2022

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება - უფრო მეტად დაფაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელმა ქალაქის ტერიტორია, უფრო მეტ მგზავრს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შემცირდეს გადაადგილების დრო. ამის შესახებ მან „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის იმპლემენტაცია და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მიკროავტობუსების პარკის განახლება იყო. ეს იყო ძალიან რთული, ვინაიდან ეს არის 2010-2011 წლებში გაცემული პრივატიზებული ნებართვა, რომელსაც კომპანია 2030 წლამდე ფლობს. მათთან მოლაპარაკებების შედეგად უნდა განახლებულიყო მიკროავტობუსების პარკი. საკმაოდ მძიმე სამუშაო გავწიეთ და 1000 მიკროავტობუსის ჩანაცვლება შევძელით. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება - უფრო მეტად დაფაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელმა ქალაქის ტერიტორია, უფრო მეტ მგზავრს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შემცირდეს გადაადგილების დრო. მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის გამოყოფილია სპეციალური სატრანსპორტო ზოლი და ისინი კერძო ავტომობილებთან შედარებით რამდენჯერმე უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, რაც ნიშნავს მგზავრობის დროის შემცირებას და მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×