
პარტიების მიერ პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად დადანაშაულება იქცა და ჩვენ ამას მიჩვეული ვართ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი პარტია „ნაციონალური მოძრაობასა" და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემური კოალიციის შექმნას გამორიცხავს.
„დადანაშაულება იქცა ამ პარტიების პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად და ჩვენ ამას მიჩვეული ვართ. ამას არ ავყვებით. ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასა" და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.
ის კრიზისი, რაც ახლა მუნიციპალიტეტებშია შექმნილი, ეს არის როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ისე „ქართული ოცნების" დამსახურება. მოქალაქეთა ელემენტარული პრობლემები იქ შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ვერ გვარდება", - განაცხადა მეზვრიშვილმა „ქრონიკასთან"
გიორგი გახარია თანაგუნდელებს წავკისში, საკუთარ სახლში ხვდება.