რეზონანსი
21.01.2022

ვნახოთ, რას იზამს ვირუსი და შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება, ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

„კი, შესაძლოა, „ომიკრონმა" დაასრულოს პანდემია. ბრიტანეთის და იგივე სამხრეთ აფრიკის მაგალითმა, სადაც „ომიკრონის" ტალღამ ასე ვთქვათ, უკვე გადაიარა, აჩვენა, რომ როცა ეს ტალღა გადაივლის, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ „კორონა" ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდება და სეზონებზე შეგვახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის აცრილი. მდიდარ და ვთქვათ, დალაგებულ ქვეყნებში ადამიანები აიცრნენ და შეიძლება, ამ ქვეყნებში პრობლემა აღარ იყოს. სახელებითაც ჩანს, ხომ, სად, რომელ ქვეყნებში წარმოიქმნება ეს ახალი შტამები?! - სადაც აცრების მოცვა დაბალია და ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრია, სადაც აცრების მოცვა დაბალია. საუბარია დიდი რაოდენობით მოსახლეობაზე, თორემ საქართველოსნაირი მცირე მოსახლეობის ქვეყანაში ახალი შტამები არ წარმოიქმნება. ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ვნახოთ, რას იზამს ვირუსი, შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს", - განაცხადა იმნაძემ გადაცემაში „დღის თემა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×