რეზონანსი
21.01.2022

21 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ რე­გი­ო­ნა­ლურ კო­ვი­დცენ­ტრში საკ­მა­ოდ მძი­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და. პა­ცი­ენ­ტმა შე­მოვ­ლა­ზე მყო­ფი მო­რი­გე ექთა­ნი ყე­ლი­სა და ლო­ყის არე­ში დაჭ­რა.

კო­ვიდკ­ლი­ნი­კა­ში მოვ­ლე­ნე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე შე­მოვ­ლა­ზე მყოფ­მა ექთან­მა შე­ამ­ჩნია, რომ ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტი წუხ­და, მი­ვი­და მას­თან, მი­ა­წო­და ჟან­გვა­ბის ნი­ღა­ბი, და­ი­ხა­რა სა­ტუ­რა­ცი­ის აპა­რა­ტის ასა­ღე­ბად და ამ დროს პა­ცი­ენ­ტმა და­ი­ჭი­რა ექთა­ნი და დანა ყე­ლის მი­და­მოს­კენ და­არ­ტყა.

პა­ცი­ენ­ტმა ექთანს ორი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ერთ-ერთი ლო­ყის არე­ში, რო­მელ­ზეც დას­ჭირ­და 7 ნა­კე­რი, და­უ­ზი­ან­და სა­ნერ­წყვე ჯირ­კვა­ლი და ექთანს საკ­მა­ოდ რთუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­და. მე­ო­რე ჭრი­ლო­ბა კი მი­ა­ყე­ნა ყე­ლის არე­ში.

ამ ეტაპ­ზე ექთა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, დამ­ნა­შა­ვე გა­დაყ­ვა­ნი­ლია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მეთ­ვრა­მე­ტე დას­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში...

როგორც ექიმ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­ჯდო­მა­რემ სა­ლო­მე ლო­ლუ­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ გა­არ­კვი­ეს, რომ ექთან­სა და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს შო­რის არა­ნა­ი­რი პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა. ეს პა­ცი­ენ­ტი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რა პე­რი­ოდ­შიც ექთანს რამ­დე­ნი­მე მო­რი­გე­ო­ბა მო­უ­წია და ის ყო­ველ­თვის ზრუ­ნავ­და პა­ცი­ენტზე.

სა­ლო­მე ლო­ლუა ამ­ბობს, რომ მედ­პერ­სო­ნა­ლი ვერ გრძნობს თავს და­ცუ­ლად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რე­გი­ო­ნა­ლურ კლი­ნი­კებ­ში. მან კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა, რო­დე­საც ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, და­ე­მუქრნენ, მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და კა­ბი­ნე­ტის მი­ნე­ბიც კი ჩა­უმტვრი­ეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×