რეზონანსი
21.01.2022

ვინაიდან „ქართული ოცნება" არის ყრუ და ბრმა, არ მგონია, პატარა აქციებმა რაიმე რეალური შედეგი მოგვცეს, - ასე ხედავს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების პერსპექტივას „რეფორმების ჯგუფის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

პაატა მანჯგალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციების დემონიზება არ უნდა მოხდეს და ვისაც სურს პროტესტი ამ ფორმით გამოხატოს, მათ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.

მისივე თქმით, თავად პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი", პირველ რიგში, კონცენტრირებულია პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.

„ყველა საპარლამენტო პროცედურა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება" კორუფციასა და არაფრის კეთებაში ვამხილოთ. ასევე, მოსახლეობას ვაჩვენოთ, თუ რის გაკეთება შეიძლებოდა და რას არ აკეთებს ხელისუფლება. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანაში არის კორუფცია და შეიძლებოდა მეტის მიღწევა, მიუხედავად პანდემიისა. სამწუხაროდ, ამ პროცესში საქართველო მაჩანჩალაა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×