რეზონანსი
21.01.2022

რაც მე სალომეს ვიცნობდი, იმის მეათედი აღარ იყო, როცა პრეზიდენტად დასვეს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს დამსახურებელი ატრისტის, 92 წლის თამარ სხირტლაძე აცხადებს.

"როგორც მოგახსენეთ, იგი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. თუმცა, რაც მე სალომეს ვიცნობდი, იმის მეათედი აღარ იყო, როცა პრეზიდენტად დასვეს... ადამიანია და ჩაკლეს ამდენი შემოსევებით! ერთხელ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოვდიოდი და იქ ვთქვი, რომ სალომე ძალიან პრინციპულია, რომელი სახელმწიფოს მეთაურთანაც არ უნდა დასვა, იქნება ,,ნა რავნე"-მეთქი... ეს სიტყვა რუსულად რომ ვთქვი, სალომეს ვკითხე, ხომ არ გახსოვს, ქართულად როგორ არის-მეთქი და თანასწორუფლებიანიო, მყისვე მიკარნახა. მივუტრიალდი ხალხს და ვუთხარი, რაღა გინდათ მეტი, წამში შეუფერხებლად გადამითარგმნა-მეთქი...ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა, გამოცოცხლდა, გამოფხიზლდა... ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ გული მტკივა. სალომეს ყოველი მხრიდან კბენდნენ და ჭამდნენ. მერე ეს აუცილებლად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე და ბოლოსდაბოლოს ჩაკვდება... მას ბოდიშს ვუხდი და შეიძლება თვითონ უარყოს, მაგრამ ეს ის სალომე აღარ იყო, როცა პრეზიდენტად აირჩიეს, რომელსაც ვიცნობდი... თუმცა, საბედნიეროდ, ბოლოს ისევ გამოცოცხლდა და ძველებური სალომე გახდა!

მთელი ცხოვრება, თეატრში ნიჭიერ, პერსპექტიულ მსახიობს მეძახდნენ და ამას საქმითაც მიმტკიცებდნენ, მაგრამ ერთიც რომ გამოსულიყო და ეთქვა, რას აქებთ ამდენს, სულაც არ არის ნიჭიერიო, მიწაში ჩავძვრებოდი და ვეღარაფერს გავაკეთებდი. ის ქება და მხარში დგომა მათამამებდა! ვცდილობდი, მეტი გამეკეთებინა, ვიდრე ვაკეთებდი! სალომემ კი რამდენ უარყოფითს გაუძლო?! კულტურული ქალია, იმას კი არ ჰგავს, ერთი ქალი რომ დარბის, რას ლაპარაკობს და რას კადრულობს! მაპატიეთ და იძახის, ფეხებზე მკიდია ყველაფერიო", - განაცხადა თამარ სხირტლაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

წყარო: კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×