რეზონანსი
21.01.2022

არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს სადეპუტატო უფლებამოსილება შემიწყვიტოს, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ამ წუთას თავს შევიკავებ პროგნოზისგან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კოლეგას, რომელმაც თქვა, მხარს არ დაუჭერენ. თუკი ეს თემა დადგა პარლამენტში, ვგულისხმობ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილება მიღებული აქვს, დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. მე დღეს გავეცანი ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას, რომელიც ამბობს, რომ ეს თემა საერთოდ არ უნდა დადგეს. ამიტომ დაველოდოთ, არ მინდა გავასწრო მოვლენებს წინ," - თქვა ბადრეი ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×