რეზონანსი
21.01.2022

მათ, ვისაც სურვილი არ აქვთ პარლამენტში შემოსვლის, ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ძალით ვერავის დაავალებ. ყველა ოპოზიციური მანდატი უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციური საქმიანობისთვის, ამიტომ ცხადია, მხარს არ დავუჭერთ მათი მანდატის შეწყვეტას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

„ორი სხვადასხვა კატეგორიის პოლიტიკოსებზეა საუბარი. ერთი ნაწილი თვლის, რომ მას ეს მანდატი არ სჭირდება, მეორე ნაწილი აპირებს, რომ შემოვიდეს, მაგრამ „ქართული ოცნება" ამას პოლიტიკური დღის წესრიგად აქცევს. კითხვას შეიძლება სხვანაირი ფორმულირება მივცეთ, „ოცნება" რას იზამს? - როდესაც მმართველი ხელისუფლება იყენებს პროცედურულ საკითხებს, სამართლებრივი კაზუისტიკად აქცევს იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს ოპოზიციის ლიდერებზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმ მეთოდების გამოყენება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" იყენებდა - სასამართლო ზეწოლა, შევიწროება.

მათ, ვისაც სურვილი არ აქვთ პარლამენტში შემოსვლის, ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ძალით ვერავის დაავალებ. მაგალითად, ხოშტარია არის ასეთი, ვისაც არ უნდა ამის გაკეთება. ამ ადამიანებს ძალით ვერ დააძალებ. ყველ ოპოზიციური მანდატი უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციური საქმიანობისთვის. ამიტომ ცხადია, მხარს არ დავუჭერთ მათი მანდატის შეწყვეტას", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×