რეზონანსი
22.01.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით,  ომიკრონის მეორე ტალღა ევროპასა და საქართველოში ივნის-ივლისში მოსალოდნელი.

მისი თქმით, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი, სავარაუდოდ, 4-5 თვის განმავლობაში რჩება. „კარგი ამბავი არის ის, რომ ჯერჯერობით, ვინც ინფიცირდა „ომიკრონით“, იმათში რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ. ჯერჯერობით მხოლოდ სამი თვეა ცირკულირებს ეს შტამი. კოლეგები ვარაუდობენ, რომ გადატანის შემდეგ, მისგან დაცულობა იქნება 4-5 თვე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ „ომიკრონის“ მეორე ტალღა იქნება ალბათ ივნის-ივლისში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ვნახოთ, როგორ იქნება, ახალი ვარიანტია და მისი მუტაცია არ ჩერდება. პრაქტიკულად, ვირუსების ომი მიმდინარეობს, თუ რომელი მოიპოვებს მონოპოლიას დედამიწაზე“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×