რეზონანსი
23.01.2022

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი, რასაც 17 იანვარს შექმნილი პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, ამჟამად არ განიხილება. ამ თემაზე მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად" ისაუბრა.

„ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ ნამყოფი, ექვსი წლის ასაკში და სინამდვილეში, საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა. იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ის ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს - ჟორიკ რურუები და სხვა, კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე „ბომბონიერში" გამოზრდილი ვითომ მეცნიერები.

ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება; მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი ამ წუთში განხილვაში არ დგას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×