რეზონანსი
25.01.2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე ომიკრონზე: 

"მოგეხსენებათ, გახლავთ ომიკრონის ორი ქვეშტამი. ერთი, რომელმაც დაიწყო ცირკულაცია ნოემბერში, ე.წ. BA.1 და შემდგომ გაჩნდა მეორე BA.2; ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია, როგორც მოლეკულური სეკვენირებით, ისე სხვა, დამატებითი მუტაცია-სპეციფიური PCR ტესტებით. ამ მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია, ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების ტემპი. დიდი ალბათობით, რადგან ეს შტამი ვრცელდება ქვეყანაში, აი ეს სწრაფი აღმავალი ტალღა შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ, იგივე BA.1-თან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს" - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×