რეზონანსი
25.01.2022

მარინა ენდელაძე პირადი გამოცდილებით ამბობს - ვირუსი რომ არ გართულდეს, ვაქცინა მართლაც მთავარი იარაღია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად თანმხლები დაავადებისა, მან კორონავირუსი მარტივად გადაიტანა, რაც აცრის დამსახურებაა.

„ვაქცინაცია ძალიან დიდ როლს ასრულებს. მე ვარ სერიოზული რისკჯგუფი - ასაკი და სხვა თანმხლები დაავადება, რომელიც ამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ მე, კორონავირუსი ძალიან მსუბუქად გადავიტანე. პირველ რიგში, ჩვენ [ექიმებს] გვჭირდება დაცვა, რადგან ერთი თანამშრომლის გამოკლებაც კი სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს მუშაობაზე", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×