რეზონანსი
26.01.2022

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე, “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელი გაანგრია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის მეპატრონე მომხდარით გაოგნებულია. მისი თქმით, მან მანქანა სამრეცხაოში დატოვა და რა მოხდა არ იცის. მამაკაცი რომელიც სხვის ავტომობილს მართავდა, სავარაუდოდ, ავტოსამრეცხაოს თანამშრომელი იყო. ადგილობრივების თქმით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ასევე არ ჰქონდა მართვის მოწმობა.

წყარო: ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×