რეზონანსი
26.01.2022

ორგანიზაცია "ჩვენ ვარსებობთ, ხმა აფხაზეთიდან" წევრებმა საქართველოში უკრაინის საელჩოსთან აქცია - პერფორმანსი გამართეს.

მათ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა დუმილით გამოხატეს და აქციაზე შემდეგი შინაარსის პლაკატებით მივიდნენ: "გზა მშვიდობისკენ ერთია"; "აფხაზეთის ხმა უკრაინას".

"დღეს, შევიკრიბეთ ახალგაზრდები აფხაზეთიდან და გვინდა, ხმა მივაწვდინოთ უკრაინას აფხაზეთიდან. გვინდა, ვუთხრათ მოძმე ერს, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია. ჩვენ ყველა გავიზარდეთ ოკუპირებულ აფხაზეთში. ვიცით, რას ნიშნავს რუსეთთან ცხოვრება და ოკუპაცია. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ერთიანობა და სიძლიერე, გაერთიანება გადის უკრაინაზე. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა. გვჯერა, რომ ბოროტება აუცილებლად დამარცხდება და სიკეთე გაიმარჯვებს", - განაცხადა გიგა ბენიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×