რეზონანსი
26.01.2022

"ომიკრონი ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს" - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მწვანე პასპორტების არსებობას აზრი არ აქვს საქართველოში.„ომიკრონს" სწრაფი გავრცელება აძლევს შესაძლებლობას, ბევრი ადამიანი გახადოს ავად დროის მცირე მონაკვეთში და პიკი მალე ჩამოვიდეს ქვემოთ. მისი სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გრიპის ვირუსთან ახლოს არის. პირბადე რჩება თავის დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად. მწვანე პასპორტი უნდა ჰქონდეს მხოლოდ აცრილებს. მწვანე პასპორტი უნდა იყოს ირიბი ბიძგი ადამიანისთვის, ვაქცინა გაიკეთოს. ჩვენს ქვეყანაში მწვანე პასპორტი არ უნდა არსებობდეს, მის არსებობას ამ ფორმით არანაირი აზრი არ აქვს - ინფექციის პრევენციას ვერ აკეთებს და ვაქცინაციისკენ ვერ უბიძგებს ადამიანებს. სწორად არ მიმაჩნია რომ გადატანის სტატუსი რაიმე ინდულგენციას აძლევდეს ადამიანს. „ომიკრონი" ძალიან სწრაფად ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს" - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×