რეზონანსი
26.01.2022

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „ევროპული საქართველოს" ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან" გაიმართა.

როგორც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთი რჩება თავისუფლების მოყვარე ქვეყნების მტრად მსოფლიოში და

"ყველგან, სადაც არის თავისუფლების გამოწვევა, რუსეთი დგას ბოროტების მხარეს. ის არის საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიის ღირსეული მემკვიდრე. ყველა საზოგადოება, რომელსაც თავისუფლება სურს, ვალდებულია, რომ როდესაც რუსეთი ასე აგრესიულად თავს ესხმის ნებისმიერ სხვა თავისუფლების მოყვარე ერის სუვერენიტეტს, ამაზე ხმა აიმაღლოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა ბოკერიამ.

პარტიის წევრებმა შენობის კედელზე სპეციალურად მომზადებული ვიეორგოლიც გაუშვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×