რეზონანსი
27.01.2022

დონბასის რეგიონში, რუსმა მებრძოლებმა შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის წინა ხაზთან ახლოს გამაგრებულმა მებრძოლებმა აღმოაჩინეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სიფხიზლისა და მონდომების წყალობით, მტერმა მიატოვა თავისი განზრახვა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკან დაიხია", - აღნიშნულია „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში ,,მტრის მოქმედებებს გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დანაკარგი არ მოჰყოლია".

დღის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან 1 დარღვევა დაფიქსირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×