რეზონანსი
27.01.2022

ძალიან იმედის მომცემია ნატოს განცხადებები - ნატო უკან არ დაიხევს, მისი ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ბრიუსელში გვეუბნებიან, რომ ევროკავშირიც ასეთი ერთიანი რუსეთთან არასდროს ყოფილა. ევროკავშირი აქტიურად განიხილავს სანქციების საკითხს. ეს არის ჩვენთვის საიმედო დასაყრდენი, მაგრამ საფრთხეები ამით არ მცირდება. საფრთხეები არიან ძალიან რეალური. სწორედ ამ საფრთხეებზე და შესაძლო სცენარებზე გვაქვს შეხვდები ბრიუსელში. ვესაუბრებით ევროპარლამენტარებს და წევრი ქვეყნების ელჩებს.

ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა ჰოლანდიის ელჩთან, ესტონეთის დიპლომატთან და შეხვედრა გვექნება გერმანიის და ჩეხეთის ელჩებთან ევროკავშირში. ჩვენი აზრები თანხვედრაშია. ისინი შესაძლო სცენარებს, რასაც განვიხილავთ ეთანხმებიან. ჩვენი არგუმენტები მათთვის მისაღებია. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რაც ბრიუსელში ამ შეხვედრებიდან გვაქვს. თუ სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში მოხდება, მაშინ ისინი სანქციებს აამოქმედებენ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×