რეზონანსი
28.01.2022

პრეტენზიებს იმ პოლიტიკური ძალისგან ვერ მივიღებთ, რომელმაც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით საკუთარი ქვეყანა აბსურდამდე მიიყვანა და დაკარგა ყველაფერი, რის დაკარგვაც შეეძლო - ავტორიტეტის ჩათვლით, - ეს განცხადება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის კრიტიკის პასუხად "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის მიზანია უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელმწიფოს მხარდაჭერა.

"რაშიც ვართ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან თანაზიარი, ეს არის ომის არდაწყება და კონფლიქტის დეესკალაცია, რაც შეიძლება უკრაინაში მოხდეს. ჩვენ გვაქვს უკარაინელი მოძმე ხალხის მხარდაჭერის სრული მზაობა. რეზოლუციის პროექტი აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტურია მსოფლიოს ცივილიზებული სახელმწიფოების ოფიაციალური პირების განცხადებებისა, რაც პირველ რიგში, ომის არდაწყებას ეხება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×