რეზონანსი
28.01.2022

კახაბერ ილურიძე, რომელიც დღეს ორხევის დასახლებაში განხორციელებული დემონტაჟის მთავარი გმირი იყო, სატელევიზიო ინტერვიუებში აცხადებდა, რომ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია. ილურიძის თქმით, მან, როგორც დაზარალებულმა, თავის დროზე „მიზერული თანხა" აიღო, რაც ცენტრალურ უბანში ახალი სახლის საყიდლად არ ეყოფოდა - „ვარ სტიქიით დაზარალებული, იქ მიზერული თანხა გადაიხადეს. ხელს არ ვაწერდი, იმდენად მიზერული თანხა იყო".

ეს ინფორმაცია ipress-მა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში გადაამოწმა.

„13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ მოქალაქე კ.ი-ს 2015 წელს, კომპენსაციის სახით, მიღებული აქვს 356 274 ლარი", - განაცხადეს თბილისის მერიაში.

ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამ პირზე ორი ფართი ფიქსირდება ვაკის რაიონში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×