რეზონანსი
28.01.2022

მოლოდინები, რომ ხვალვე შერიგდებიან მიშა და ბიძინა, ის ციხიდან გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება, არ არის სერიოზული და ამის იმედად მგონი არავინ უნდა ყოფილიყო ისედაც, - ასე შეაფასა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, არანაირი ეროვნული შეთანხმება არ არის საჭირო.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ დაწყებული პროცესი შედეგს არ გამოიღებს, რადგან მნიშვნელოვანია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცვალოს მისი მიდგომები.

„მგონია, რომ არანაირი ეროვნული შეთანხმება არ არის საჭირო, ქვეყანაში არანაირი ეროვნული კონფლიქტი არ არსებობს. არებობენ პოლიტიკოსები ერთი პარტიიდან და მეორედან, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ და საკუთარ მომხრეებს ყოველდღიურად, საკუთარი მედიასაშუალებებით და პოლიტიკოსების მეშვეობით აქეზებენ, რომ მინიმუმ გაიწიონ სიტყვიერად, მეორე პოლიტიკურის ძალის მხარდამჭერებზე. შესაბამისად, მგონია, რომ ეს არის დასამთავრებელი. თუ დამთავრება უნდათ, „ნაცმოძრაობამაც" რომ ცალმხრივად შეწყვიტოს, აღარ არის იმ რეჟიმში, რა რიტორიკითაც გამოირჩეოდა და გადაწყვიტოს, რომ ჩვეულებრივ პარტიასავით მოიქცევა, რომელსაც კოლეგებთან აქვს სალაპარაკო პროგრამებზე, იდეებზე, ბოდიშებია რაღაცებზე მოსახდელი, - თუ ამას გაიგებენ, მართლაც შანსი ექნებათ, რომ ტრანსფორმირდნენ რაღაც გიჟობიდან საპარლამენტო ცხოვრებაში, თუ არა და შეუძლიათ გააგრძელონ ქუჩაში იგივეს გაკეთება, რასაც აქტივისტების მეშვეობით აკეთებდნენ, მაგრამ დიდი ხანი ეს ვერ გაგრძელდება, რადგან მათი ლიდერი ციხეში ზის. მოლოდინების წარმოშობა, რომ ხვალვე შერიგდებიან მიშა და ბიძინა, ის ციხიდან გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება, არ არის სერიოზული და ამის იმედად მგონი არავინ უნდა ყოფილიყო ისედაც. სადამდე მიგვიყვანს არ ვიცი, მაგრამ არაფერი, რომ არ ფუჭდება ამით, ესეც ვიცი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×