რეზონანსი
28.01.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„მივიჩნევ, რომ დიპლომატების ევაკუაცია შეცდომაა. ამას გულწრფელად ვამბობ. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ეს პატივცემული სახელმწიფოების მთავრობების შეცდომაა. მივიჩნევ, რომ ეს უკრაინისთვისაა შეცდომა. სიგნალი მივიღეთ, რომ ევაკუირებული პირები პირველი დონის თანამშრომლები არ არიან. ასე არ მივიჩნევ. ასეთ სიტუაციაში ყველა პირველი დონისაა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საელჩოების ყველა თანამშრომელი და დიპლომატი უკრაინაში უნდა იყოს.

„ისინი დიპლომატიის კაპიტნები, თავიანთი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან. ჩვენ ვიცით, რომ კაპიტნები ხომალდს ბოლოს ტოვებენ. უკრაინა „ტიტანიკი" არ არის. უკრაინა წინ მიდის", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×