რეზონანსი
13.05.2022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ნევროლოგი ოთარ თოიძე კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის მკურნალ ექიმებს შეხვდნენ.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ სააკაშვილს ოპტიმალური მკურნალობა უტარდება.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ თავად სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა.

„შეხვედრა გვქონდა მთავარ ექიმთან, პროფესორ ჩხაიძესთან და მკურნალ ექიმებთან. ასევე რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ პრეზიდენტს. დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს. დეტალურად ვერ გეტყვით, რა კვლევებზეა საუბარი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. არის მთელი ბრიგადა, სხვადასხვა პროფესიის ექიმები არიან - ნევროპათოლოგები, შინაგან სნეულებათა ექიმი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი და ა.შ. მე ვერ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა არ შემიშვა შიგნით. ექიმმა მომცა წერილი, სადაც წერია, შეუშვით ექიმი ყიფშიძე სანახავად, მაგრამ შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გადარეკა-გადმორეკა და უარი თქვეს. მიზეზს არ ასეხელებენ", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×