რეზონანსი
13.05.2022

როგორც საპატრიარქო განმარტავს, საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე შეთანხმება ხელდასხმის კანდიდატების მიერ კომისიის გავლის საკითხებს ეხებოდა და ინფორმაცია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ ​შეესაბამება.

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასჯილ იქნა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა.

განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×