რეზონანსი
13.05.2022

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დასასრულებლად მოლაპარაკებებში შუამავლობით წარმატებას ვერ მიაღწია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ და ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს ამას. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ თავად რუსეთს არ მოუნდება, ის არაფერს აკეთებს. მას სურდა, შუამავლობით გარკვეული შედეგები მიეღო და ვერ მიიღო არა ჩვენი, არამედ რუსეთის მხრიდან", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პუტინის სახის შესანარჩუნებლად მაკრონმა მას უკრაინის სუვერენიტეტზე გარკვეული დათმობები შესთავაზა.

„ვფიქრობ, რომ ეს არ არის ძალიან კორექტული. ჩვენ არ ვართ მზად ვიღაცისთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს დაკარგული დროა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×