რეზონანსი
13.05.2022

რუსეთში უკვე ხდება გადატრიალება ვლადიმერ პუტინის გადაგდების მიზნით. „უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Sky News -ს განუცხადა.

მისი თქმით, კრემლის ლიდერი კიბოთი სერიოზულად ავადაა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გარდამტეხ მომენტს მიაღწევს აგვისტოში და წლის ბოლომდე დასრულდება.

„გარდატეხა იქნება აგვისტოს მეორე ნახევრში. ამ წლის ბოლომდე დასრულდება საბრძოლო მოქმედებების აქტიური ნაწილი. შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ხელისუფლებას ყველა ჩვენ ტერიტორიაზე, რომლებიც დავკარგეთ, მათ შორის დონბასს და ყირიმს" , - განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთის ტაქტიკა არ შეცვლილა, მიუხედავად მისი წინ წაწევისა აღმოსავლეთით და დასძინა, რომ რუსეთს უამრავი დანაკარგი აქვს.

უკრაინის დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ ომში რუსეთის წარუმატებლობით გაოცებული არ არის.

„ჩვენი მტრის შესახებ ყველაფერი ვიცით. ვიცით მათი გეგმების შესახებ თითქმის იმ მომენტში, როდესაც ამ გეგმებს აწყობენ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ევროპა რუსეთში ხედავს დიდ საფრთხეს და ეშინია მოსკოვის მხრიდან აგრესიის.

„რვა წელია ვეომებით რუსეთს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფართოდ დარეკლამირებული რუსული სიძლიერე მხოლოდ მითია. ის არც თუ ძლიერია. ეს არის ადამიანთა ურდო იარაღით" , - განაცხადა ბუდანოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×