რეზონანსი
13.05.2022

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას დეფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.

ბიბილოვის ბრძანების თანახმად, კითხვა ე.წ. რეფერენდუმზე ასე იქნება ჩამოყალიბებული - „უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას?".

მანამდე ე.წ. არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ როგორც კი რუსეთიდან იქნება შესაბამისი სიგნალი, რომ ამის დრო დადგა, „რეფერენდუმი" აუცილებლად ჩატარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×