რეზონანსი
13.05.2022

ფინეთი მზადაა, გაუმკლავდეს იმ შემთხვევას, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. „როიტერის" ცნობით, ამის შესახებ მთავრობის საგანგებო მზადყოფნის კომიტეტმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ფინეთი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეჩერების შემთხვევაში", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მანამდე, ფინურმა მედიამ გაავრცელა ცნობები იმაზე, რომ ფინელი პოლიტიკოსები ინფორმირებული იყვნენ რუსეთიდან გაზის ექსპორტის სავარაუდო შეწყვეტის თაობაზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ იგი ვერ დაადასტურებს ინფორმაციას ამის თაობაზე, ხოლო თავის მხრივ, კრემლში აღნიშნეს, რომ ფინური მედიის ცნობები სიმართლე არაა და „გაზპრომი" კვლავ ბუნებრივი აირის სანდო მიმწოდებლად რჩება.

ფინეთი მისთვის საჭირო გაზის უმეტესი ნაწილის იმპორტს მეზობელი რუსეთიდან ახორციელებს, მაგრამ ამ ქვეყნისთვის ბუნებრივი აირი წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×