რეზონანსი
18.05.2022

„გვინდა, ხეების უკანონო ჭრის მიმართულებით, ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება და დაწმუნებულები ვართ, მათი მხარდაჭერით, არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძის თქმით:

უკანონო ჭრებისთვის, ჯარიმა 500-დან 5 000 ლარამდე გაიზრდება. აღნიშული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ჯარიმა 1000-დან 10 000 ლარამდე იზრდება;

ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოჭრილი ხის სახეობა ვერ დადგინდებოდა, მხოლოდ 500-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ცვლილების მიხედვით კი, აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის, ზიანის ოდენობა 5 000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები;

იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავს უკანონოდ მოჭრიან, შენობის განთავსება აიკრძალება და მშენებლობის პროცესში, ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას, პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×