რეზონანსი
18.05.2022

პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს.

„საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მეველეს ქუჩაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×